Tuesday, December 13, 2011

♥ Сhristmas Lights... ♥

მმმ.. ეს არის პოსტი ახალ წელზე, .. ^^

რაღაც უცებ ძალიან მომინდა ახალი წელი, თბილად სახლში, ბუხრის წინ, საყვარელ ადამიანებთან ერთად.. <3
არაფერზე რომ არ დარდობ, არაფერი არ გაწუხებს.. და მხოლოდ ახალი წლის შეგრძნება და განწყობა გაქვს, ხალხიც გარშემო ბედნიერია, და ყველას სულ რაღაც ერთი დღით ავიწყდება საკუთარი პრობლემები...
ყველაფერი ძალიან ლამაზია გარშემო.. ქუჩებიც მორთულია და თითქოს უცხოეთში გგონია თავი.. <3

მთელი დღე ერთობი, განსაკუთრებულად გრძნობ თავს, ელოდები 12 საათს, და 12 საათის მერე თავს ისე გრძნობ თითქოს ახლა დაიბადე.. <3
გიხარია, გიხარია ყველაფერი, ცდილობ აარიდო თავი იმას რაც ამ შესანიშნავ განწყბობას შეგიცვლის..

ეს ხომ არის ის დღე, როცა ხარ შენს საყვარელ ადამაიანებთან ერთად, იზიარებ მათ სიხარულს, და უზიარებ საკუთარს..
სახლიც დადებითად არის დამუხტული... და ბედნიერება თითქოს ჰაერში ბზრიალებს... გინდება შენც მასთან ერთად იბზრიალო..

ხალხო! იყავით ბედნიერები, და ძალით ნუ იქმნით პრობლემებს..


http://www.youtube.com/watch?v=z1rYmzQ8C9Q&ob=av3e

No comments:

Post a Comment